1728312638
„მე ვარ ამ ბავშვის „რეგვენი“ მშობელი, არავისთვის მიგვიბაძია“ - რას ამბობს დედა, რომელიც შვილს თოვლში აკაჟებს
სოციალურ ქსელში მესტიელი დედის და მისი პატარა შვილების თოვლში გადაღებულ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფოტოებში ჩანს დედა ბავშვებს როგორ აკაჟებს. ფოტოები სოფელ ნაკრაში, მესტიაშია გადაღებული.
სოციალური ქსელი სხვადასხვა, მათ შორის უარყოფითი კომენტარებით გაივსო, რასაც ბავშვების დედა ელენე ცინდელიანი გამოეხმაურა.
„მე ვარ ამ ბავშვის ,,რეგვენი” მშობელი, არავისთვის მიგვიბაძია. ვცხოვრობთ ჩვენთვის როგორც გვიხარია ისე და ჩვენს გვერდზე დადებულ ფოტოებს სხვები თუ ჯგუფებში იყენებენ, ეგეც არ არის ჩვენი ბრალი. ისე, ერთი პასუხი მაინც უნდა დაგიწეროთ: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გარდმოდინდების”.
ასე რომ, თქვენი სიტყვები თქვენს შინაგან მდგომარეობას გამოხატავს, კარგიც და ცუდიც. მეტ სიყვარულს და სიხარულს გისურვებთ, ღმერთმა გაგახაროთ ყველა, კარგის და ავის მთქმელებიც. სიყვარულით, სერაფიმეს დედიკო”, - დაწერა ელენე ცინდელიანმა.
ახალგაზრდა დედამ შვილების აღზრდის ამ მეთოდზე სასაუბროდ, ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე მიწვევაც მიიღო, რომელსაც დათანხმდა.