დაჭრა ზუგდიდში

1792136301

„საპროცესო გარიგებას ითხოვდა ძმისთვის...“ - დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულის ახალ დეტალებს დაჭრილი ზამი როგავა „პრაიმტაიმთან“ ჰყვება

სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში მეზობელი მამა-შვილი როგავების დაჭრაში ეჭვმიტანილ 41 წლის ვალტერ როგავას.ვალტერ როგავამ, 14 ოქტომბერს დაახლოებით 14 საათზე,74 წლის შადიმან როგავა იჟ- 57- ორლულიანი სანადირო თოფით, ხოლო მისი ქალიშვილი 41 წლის მარტოხელა დედა ზამი როგავა დანით დაჭრა.დაჭრილი ახალგაზრდა ქალი „პრაიმტაიმთან“ დეტალურად ჰყვება, თუ რის გამო დაიწყო კონფლიქტი მეზობლებს შორის და რა გარემოებები უძღოდა ამ ყოველივეს.„ოჯახში უფროსი შვილი მე ვარ. მყავს კიდევ ორი და. ვინც მე და მამა დაგვჭრა, ჩემი მეზობელი და კლასელია. წლების წინ, სტუდენტობის დროს კონფლიქტი გვქონდა მის ძმასთან თემურ როგავასთან. ამჟამად ვალტერის ძმა თემურ როგავა ციხეშია.თემურ და ვალტერ როგავამ გასული წლის აგვისტოში ჯგუფურად დაჭრეს ჩემი დის ქმარი, ჩემი სიძე.ვალტერ როგავამ 4 წელი მოიხადა სასჯელი და 1 წელი პირობითი. ამ ყოველივეს კი დაემატა გუშინდელი დაჭრის ფაქტი. ვალტერს თავისი ძმა რომ დაეხსნა, ხალხს გვიგზავნიდა. საპროცესო გარიგებას ითხოვდა ძმისთვის, ვინ არ მოგვიგზავნა... სწორედ ამას მოჰყვა გუშინდელი კონფლიქტი.მამა დღეს გონზე მოვიდა, ორივე რუხის კლინიკაში ვართ... არ გვაკლია ყურადღება. მე დაჭრილი ვარ კისრის უკანა მხარეს ხერხემალთან, მუცელზე დანით, ხოლო ფეხზე იარაღით",- გვეუბნება ზამი როგავა.შსს- ს მიერ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ტაქსი

1792090517

„მოულოდნელად ცუდად გახდა...“ - სენაკში ტაქსის მძღოლი მგზავრის გადაყვანისას გარდაიცვალა

სენაკში 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ტაქსის მძღოლად მუშაობდა და შემთხვევა მგზავრის გადაყვანის დროს მოხდა.გავრცელებული ცნობით, მამაკაცი ავტომობილის მართვისას მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.„მოულოდნელად ცუდად გახდა. სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა“, – აცხადებს წყარო.გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პოლიცია ლენტა

1791979697

„მამის მისამართით ისროლა... თოფი წავართვი და დანა დამარტყა...“ - დაჭრილმა ქალმა „პრაიმტაიმს“ თავდასხმის დეტალები უამბო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში შეიარაღებული პირი როგავების ოჯახს თავს დაესხა და ახალგაზრდა 35 წლამდე ქალი დაჭრა.დაჭრილი ქალი რამდენიმე ჟურნალისტს თავად დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ სადილობის დროს მას და მამამისს თავს დაესხა თოფით შეიარაღებული პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.როგორც დაზარალებული ამბობს, კაცმა ჯერ მამის მისამართით გაისროლა, ხოლო შემდეგ დანით ჭრილობა მას მიაყენა.„ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა, მე თოფის წართმევა მოვახერხე და გადავუგდე, დანა ამოიღო და დამარტყა, მერე კი გაიქცა. დაჭრილი ვარ, სასწრაფო დახმარების მანქანიდან გირეკავთ“, - განაცხადა ზემი როგავამ.შემთხვევის დროს სახლში მისი მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა.ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ლენტა

1791978752

სამეგრელოში, კაცმა მეზობელი ქალი დაჭრა - სახლში მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში შეიარაღებული პირი როგავების ოჯახს თავს დაესხა და ახალგაზრდა 35 წლამდე ქალი დაჭრა.დაჭრილი ქალი რამდენიმე ჟურნალისტს თავად დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ სადილობის დროს მას და მამამისს თავს დაესხა თოფით შეიარაღებული პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.როგორც დაზარალებული ამბობს, კაცმა ჯერ მამის მისამართით გაისროლა, ხოლო შემდეგ დანით ჭრილობა მას მიაყენა.„ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა, თოფის წართმევა მოვახერხე და გადავუგდე, დანა ამოიღო და დამარტყა, მერე კი გაიქცა. დაჭრილი ვარ, სასწრაფო დახმარების მანქანიდან გირეკავთ“, - განაცხადა ზემი როგავამ.შემთხვევის დროს სახლში მისი მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა.

ელენა და დარია წერეთელების მკვლელობა

1791841398

ცნობილია, რა სასჯელი ემუქრება გოგიაშვილს, რომელმაც მოსკოვში ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლი და შვილი მოკლა

თეიმურაზ გოგიაშვილს, რომელსაც 19 წლის გოგოსა და მისი დედის მკვლელობაში ადანაშაულებენ, უვადო პატიმრობა ემუქრება.გამოძიების ინფორმაციით, გოგიაშვილმა თავდაპირველად თავისი პარტნიორის 19 წლის ქალიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, მოგვიანებით კი თავად ქალიც.ბრალდებულმა ცხედრები დაანაწევრა. ნეშტების ნაწილი ბინის აივანზე და ავტოფარეხში აღმოაჩინეს. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, მან ტანსაცმელიც დაწვა. გოგიაშვილი ვორონეჟის ოლქში დააკავეს, როდესაც გაქცევას ცდილობდა. მას ბრალი ნაწილობრივ აღიარებული აქვს.გამოძიება დანაშაულის შესაძლო მოტივებად ყოფით კონფლიქტებსა და ფინანსურ სირთულეებს განიხილავს.წარდგენილი ბრალდებების ერთობლიობით, მას უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სოჭი

1791700804

სოჭში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა

სოჭში უპილოტო საფრენი აპარატის (БПЛА) ნამსხვრევები აეროპორტის ტერიტორიაზე, სასტუმროებისა და კერძო საცხოვრებელ სექტორში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.გავრცელებული ცნობით, აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომლის ლიკვიდაციაც ოპერატიულად მოხერხდა. კერძო პირის ერთ სახლს სახურავი დაუზიანდა, მეორე სახლში კი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მალევე ჩააქრეს. შემთხვევის ადგილებზე ოპერატიული და სპეციალური სამსახურები მუშაობენ.

ჩილაჩავა

1791655821

სოციალურ ქსელში ახალგაზრდა პედაგოგს ემშვიდობებიან

მარტვილში ახალგაზრდა 41 წლის მასწავლებელი გარდაიცვალა. იგი სოფელ ჯოლევის მკვიდრი იყო.ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა მარტვილელი, სოფელ ჯოლევის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნათია ჩილაჩავა გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.„დეიიი… რა დავწეროოო, რა ვთქვა…. მენანები და მტკივა სული მეკვრება, მშვიდად განისვენე ჩემო პეპელავ".პედაგოგ ნათია ჩილაჩავას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა,  ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.         

საბა შენგელია

1790787458

ჩხოროწყუში ახალგაზრდა მამაკაცს გლოვობენ

ჩხოროწყუში ახალგაზრდა მამაკაცს გლოვობენ. სამწუხარო ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა. 29 წლის საბა შენგელია წლებია სიმსივნეს ებრძოდა და ევროპაში მკურნალობდა.„ძალიან ძნელია იმ რეალობასთან შეგუება, სადაც შენზე წარსულ დროში უნდა ვისაუბრო. მადლობა ძმობისთვის. შეხვედრამდე იქ, სადაც ტკივილი აღარ არსებობს და სიკეთე ბოროტებაზე გამარჯვებულია. უფალს ებარებოდე, ჩემო საბუკა. ძალიან დაგვაკლდები. ქრისტი, სიტყვები არ არსებობს, რომ ამხელა ტკივილი შეგიმსუბუქოს. ღმერთმა შენ და შენს ოჯახს ძალა და გამძლეობა მოგცეთ ამ უმძიმესი დღეების გადასატანად.გისამძიმრებთ ამ დიდ ტკივილს. როგორი დასანანია ასეთი ახალგაზრდის სიკვდილი, ნათელში ამყოფოს ღმერთმა.", - წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება გერმანიიდან მშობლიურ სოფელში ცხედრის გადმოსვენება. გარდაცვლილ მამაკაცს მეუღლე და 2 შვილი დარჩა.

გაგრაში გაუჩინარებული ტურისტი მოკლული იპოვეს

1790596213

გაგრაში გაუჩინარებული ტურისტი მოკლული იპოვეს

აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაგრაში გაუჩინარებული ორენბურგის ოლქის მცხოვრები, ამინა ბიკბოვა, მოკლულია.მკვლელობის საქმეზე გუდაუთის მცხოვრები, 2001 წელს დაბადებული ედგარ აბუხბა დააკავეს, რომელიც დროებით გაგრაში ცხოვრობდა და მუშაობდა.უწყების ცნობით, დაკითხვისას ეჭვმიტანილმა მკვლელობა აღიარა.დაღუპული ამინა ბიკბოვას დედის თქმით, გაუჩინარებამდე ქალიშვილი მას ყოველდღიურად უკავშირდებოდა და დილაობით წერილობითაც ესაუბრებოდა.გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე ამინა გაგრაში მამაკაცს გაეცნო, რომელმაც გოგონები ყავაზე დაპატიჟა.26 წლის ქალის მეგობარმა უარი თქვა, რის შემდეგაც ამინა მამაკაცთან ერთად მარტო წავიდა.ქალის გაუჩინარების შემდეგ მისი მეგობრები რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ გაერკვიათ, რა შეემთხვა მას. ერთ-ერთი მათგანი მივიდა ნაქირავებ ბინაში, სადაც, არსებული ინფორმაციით, ტრაგედია მოხდა. ბინაში ამინას ნივთები დარჩა.დედის თქმით, მოგვიანებით მეგობარი შეხვდა მამაკაცსაც, რომლის შემდეგაც ამინა გაუჩინარდა. მისი თქმით, მამაკაცი მათ შეცდომაში შეყვანას ცდილობდა და ამბობდა, რომ გოგონა უცნობმა პირმა წაიყვანა.

ავარია სამტრედიაში

1790586407

ავარია სამტრედიაში - რა დეტალებია ცნობილი

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა, საჯავახოს მონაკვეთზე. არსებული ინფორმაციით,ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა . შედეგად დაშავდა ერთი ტრაილერის მძღოლი.როგორც პრაიმტაიმს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ანწუხელიძის ბიუსტი

1790426083

ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი გაიხსნა

ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი გმირთა ხეივანში გაიხსნა. ცერემონიას ესწრებოდა გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე. ბიუსტი დადგმა გმირთა ხეივანში აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით მოხდა.        

ლიანდაგი

1790413010

სამტრედიაში მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალია ცნობილი

სამტრედიაში 25 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. ახალგაზრდა გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან ერთად, სავარაუდოდ, გურიაში მიდიოდა. გზად მანქანა გააჩერეს, რის შემდეგაც 25 წლამდე მამაკაცი ავტომობილიდან გადმოვიდა.  უბედური შემთხვევა ამ დროს მოხდა.ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. დამატებითი დეტალები ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო.

✕