მე და შენ ძმები ვართო და ხელზე აქვს ნაკოცნი... – რას ამბობდა რეზო ამაშუკელი პატრიარქზე

ამაშუკელი

გარდაცვალებამდე, რამდენიმე ხნით ადრე, პოეტმა რეზო ამაშუკელმა პატრიარქთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთადერთი კაცია, რომელსაც პატრიარქმა უთხრა, რომ ძმები არიან.

„მე ჩემი სარწმუნოება მაქვს, ეს იცის პატრიარქმა. ძალიან ბევრი მისი ნაჩუქარი ხატი მაქვს, ის ჩემი მეგობარია. სატრაბახო მე ისეთი არაფერი მაქვს, პრემიებიც ბევრი მაქვს. მე ვარ ის კაცი, რომელსაც პატრიარქმა უთხრა, მე და შენ ძმები ვართო და აი აქ (ხელზე) აქვს ნაკოცნი.

მე ამით ვარ უბედნიერესი, ეს არის ის ინსტიტუტი, პიროვნება, რომლის გარეშეც დღეს საქართველო ვერ იქნება“, – განაცხადა ამაშუკელმა გადაცემაში „ნოესთან“.

ცნობისთვის, რეზო ამაშუკელი 10 იანვარს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სხვა სიახლეები