ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ძალიან დამწყვიტა გული თვალსაჩინო პოეტის რეზო ამაშუკელის გარდაცვალებამ. სამშობლოსა და ადამიანის სიყვარულით აღსავსე, განუმეორებელი ხელწერით შექმნილი მისი პოეზია ჩვენი ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი შენაძენია. ამავე დროს იგი იყო თავისი ქვეყნის საუკეთესო მოქალაქე. ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ბატონი რეზოს უკომპრომისო საზოგადოებრივი პოზიცია სამაგალითოა ყველა ჩვენგანისთვის.
ამ მძიმე წუთებში თანადგომას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბატონი რეზოს ოჯახს და მთელ საქართველოს“, - ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.
ცნობისთვის, რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.