მარტოობის ძალიან მეშინია, რომ ამ მოვლით ტკივილებს არ ავყვე - დომენიკ მანგოს ემოციური პოსტი

მანგო

დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში დედის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. მას „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

„როცა დედა აღარ გყავს - გემართება მოვლითი შინაგანი ტკივილები. მოვარდება საშინელი ემოცია, მთლიანად შეგიპყრობს და მთელ სხეულში დადის საშინელი წვის სახით. პირველი დღე შოკურია, თავში მილიონი აზრი დარბის, ერთმანეთს ცეცხლი და წყალი ეჯახება და საშინლად დუღხარ ამ შეჯახების მომენტებში; შემდეგ ქრება ემოცია, მომენტალურად წყნარდები და მერე ისევ იგივე… ჯერ მარტო არ ვყოფილვარ, მარტოობის ძალიან მეშინია, რომ ამ მოვლით ტკივილებს არ ავყვე.

4 დღეა არ მიბანავია, რომ აბაზანაში მარტო არ გავჩერდე. ვსვამ დამამშვიდებლებს დაძინების წინ, რომ ფიქრით არ გადავერთო იმ ბოლო მომენტების გახსენებაში. მე ხომ ხელებში ჩამაკვდა, ჩემს თვალწინ დამისრულდა დედა და ბოლომდე ვიტვირთე ყველაფერი საკუთარ თავზე. ბოლომდე, თუ კი რამე შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე - თითქოს ეს მშველის, მაგრამ მაინც ისეთი საშინელებაა ეს მოვლითი ტკივილები…

მოუფრთხილდით დედის კანს, ლოყით შეიგრძენით და არცერთი წუთით არ მოიშოროთ. ახლა ქალის კანს რომ ვხედავ, დედაჩემის მგონია და სულ მინდა ვეამბორო. ხელებზე ვკიცნიდი ყველა ქალს ამ პერიოდში, ხელებზე ვკიცნიდი დედაჩემსაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე და მერეც - ჩემს ძვირფასს. მისი კანი მაკლია, თანაც ძალიან. ამ ტკივილებს თავს ვერავინ დააღწევთ, მოუფრთხილდით ძვირფას სხეულის ნაწილს, “- წერს დომენიკ მანგო.