გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მედიაში და სოციალურ ქსელში გავრცელებული აუდიოჩანაწერის გამო, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის პირადი საუბრის ჩანაწერს ეხება, ბასილაშვილის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გავრცელებული ჩანაწერის გასაჯაროება, იმ ფორმითა და შინაარსით, რომელიც ვნახეთ, მხოლოდ ნელი დოროყაშვილის და მისი უფლება დამცველების ინტერესებში შედიოდა. აღნიშნული ჩანაწერი გამოძიებას თავად ნელი დოროყაშვილმა მიაწოდა.
„როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქორწინების პერიოდში, ის სისტემატურად აკეთებდა მსგავს ფარულ ჩანაწერებს სხვადასხვა მოწყობილობის მეშვეობით. ამ ეტაპისთვის, სასამართლოს ეს ჩანაწერები არ გამოუკვლევია და ის დალუქულ მდგომარეობაშია. ჩვენთვის მიუღებელი და შემაშფოთებელი ფაქტია, როცა სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, საქმის მასალები, ნიკოლოზ ბასილაშვილის დისკრედიტაციის მიზნით, თავისუფლად ვრცელდება მედიაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ ნეკა დოროყაშვილის მიერ აღნიშნული ჩანაწერების გავრცელება ზრდის საფრთხეს, რომ არასრლწლოვანი ლუკას ბასილაშვილი გახდეს შესაძლო ბულინგის ან სხვაგვარი ვიქტიმიზაციის მსხვერპლი, დაზიანდეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არასრულწლოვნის ჯანმრთლობას შეექმნას საფრთხე. „ჩვენ, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები, მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებრებაში არსებულ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოახდინონ მყისიერი რეაგირება. პირველ ეტაპზე დადგინდეს ხომ არ დაზიანდა, ინფორმაციის გავრცელებით, არასრულწლოვანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება, ბავშვის აღმზრდელებსა და მის უახლოეს გარემოცვას მიეწოდოს საჭირო ინსტრუქცია. თავად არასრულწლოვანს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწიოს კვალიფიციური ფსიქოლოგის დახმარება“, - ნათქვანია გავრცელებულ განცხადებაში.