1789208857
გია ბარამიძე შეეცადა, რამდენჯერმე შეეცვალა მისი განცხადების ინტერპრეტაცია მას შემდეგ, რაც იგრძნო მოსალოდნელი პასუხისმგებლობა - პროკურორი
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბარამიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საქმის პროკურორის თამარ იაკობიძის განცხადებით, გია ბარამიძე შეეცადა, რამდენჯერმე შეეცვალა მისი განცხადების ინტერპრეტაცია მას შემდეგ, რაც იგრძნო მოსალოდნელი პასუხისმგებლობა.
"ბრალდება გიორგი ბარამიძეს, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ხუთი მოწვევის პარლამენტის ყოფილ წევრს და დღევანდელ პროცესზე დაამატა, რომ ყოფილ ვიცე-პრემიერს, წარდგენილი აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მან მიუთითა: "ქართველი სამხედროები საომარ მოქმედებებში ხვრეტდნენ ტყვეებს".
ეს არის ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს ომის დანაშაულში ქართველი სამხედროების დადანაშაულებას. გია ბარამიძე შეეცადა, რამდენჯერმე შეეცვალა მისი განცხადების ინტერპრეტაცია მას შემდეგ, რაც იგრძნო ეს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა. წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარდგენილი არის მტკიცებულებები, როგორიც არის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების გამოკითხვის ოქმები და აღნიშნულ გამოკითხვის ოქმებში დეტალურად არის მითითებული გარემოებები, რომელიც ასახულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია მტკიცებულებები და ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება - აღნიშნული მოწმეები უნდა დაიკითხონ საქმის არსებით განხილვაზე და თითოეული კითხვა, რომელიც შესაძლოა არსებობდეს, რა მოცულობით დაზიანდა, შეფერხდა რომელიმე უწყების საქმიანობა, ამასთან დაკავშირებით არა მარტო ბრალდების მხარეს ექნება შეკითხვები, არამედ დაცვის მხარესაც,"- აცხადებს პროკურორი.
"ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ ლიდერს და სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრს ბრალი სამშობლოს ღალატში, კერძოდ კი საბოტაჟში ედება. პროკურატურა ბარამიძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი შუამდგომლობა დააყენებს. არცერთი ფორმის აღკვეთი ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული.










