ტრაგედია ქუთაისში - აივნის ჩანგრევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
1789234820
საფრანგეთში, ნორმანდიის რეგიონში, სამგზავრო მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად 44 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა 11 სექტემბერს, საღამოს, ქალაქ კლეონთან მოხდა.
მატარებელი რუანიდან კაენის მიმართულებით მოძრაობდა და მასში 186 მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ერთი ვაგონი გადაბრუნდა, ოთხი კი ლიანდაგიდან გადავიდა.
დაშავებულთა შორის 18 წლის გოგონაა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ის ვერტმფრენით რუანის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე 130 მეხანძრე, ხუთი სამედიცინო ჯგუფი და 80 სპეციალური მანქანა მუშაობდა. სამაშველო ოპერაციისთვის რკინიგზის ხაზზე მოძრაობა შეჩერდა და ელექტროენერგია გაითიშა.
მატარებლის მემანქანის ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე შემოწმების შედეგები უარყოფითი აღმოჩნდა. ავარიის მიზეზების დასადგენად საფრანგეთის პოლიციამ და სარკინიგზო კომპანიამ გამოძიება დაიწყეს.
სამართალდამცველები ასევე ამოწმებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მატარებელს ლიანდაგზე არსებული უცნობი ობიექტი შეეჯახა. ამ ეტაპზე შემთხვევის ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის.