1789208857
გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
მან პროცესზე სიტყვით ისარგებლა. როგორც გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, მისი ნათქვამის კონტექსტი დაამახინჯეს.
პროკურატურის მტკიცებით კი, ბარამიძის ქმედებამ შელახა თავდაცვის ძალების რეპუტაცია, ქვეყნის სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა.
გიორგი ბარამიძემ იაგო ხვიჩიას გადაცემაში ქართველი სამხედროები აფხაზეთის კონფლიქტისას ტყვეთა დახვრეტაში დაადანაშაულა.










