მარჯანიშვილის თეატრი ლევან წულაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მსახიობი

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან წულაძეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დაატოვებინეს. 

მარჯანიშვილის თეატრი მსახიობ ლევან წულაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მსახიობს გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხ წლიანი ვადა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კი გამოცხადდება კონკურსი.

„დღეს ტელევიზიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ ლევან წულაძე გაათავისუფლეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან. მოგახსენებთ, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ლევან წულაძეს, გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხ წლიანი ვადა.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი.

ასეთი კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ლევან წულაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსებში აქამდე რამოდენიმეჯერ.

ასეთივე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს თითქმის ყველა თეატრში. ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში“,- ნათქვამია განცხადებაში.