დაატოვებინეს თუ არა ჭოლას მარჯანიშვილის თეატრი? - მანანა კოზაკოვას კომენტარი

ლევან წულაძე

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან წულაძეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დაატოვებინეს. 

როგორც რეჟისორის მეღლე, მსახიობი მანანა კოზაკოვა ჩვენთან საუბარში ამბობს, გათავისფლების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესამამება.

მანანა კოზაკოვა: ეს პროცედურა, ამ წლების მანძილზე, ლევანს ორჯერ აქვს გავლილი. სამინისტროსა და სპეციალური საბჭოს მიერ, პერიოდულად კონკურსი ცხადდება. საბჭო განიხილავს და მხარს უჭერს თეატრების ამა თუ იმ სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურას. ჯერჯერობით, ლევანის გარდა, მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღავნელის თანამდებობაზე, სხვა არავინ მოიაზრება. მე არ გამიგია, არაფერი ამაზე არ მსმენია.

მხოლოდ კანონით განსაზღვრული პროცედურა მიმდინარეობს და არაფერი სიახლე აქ არ არის. ამ ეტაპზე თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატების განხილვა მიმდინარეობს.

კულტურის მინისტრის განცხადებით წულაძე არ გაუთავისუფლებიათ.

თეა წულუკინი: ბატონი წულაძე არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა, ისევე როგორც რამდენიმე ათეულ სამხატვრო ხელმძღვანელს და მიმდინარეობს საკონკურსო პროცედურები. თუკი ის სამხატვრო ხელმძღვანელები, რომლებსაც ვადა გაუვიდათ და ზოგიერთი მათგანი, ხელახლა აპირებს კანდიდატობას, შემოიტანს განაცხადს და მისი განაცხადიც, როგორც ნებისმიერი სხვა, იქნება განხილული.

 

56 წლის რეჟისორი არსებულ თანამდებობას 2006 წლიდან მოყოლებული იკავებს. დადგმული აქვს ათობით სპექტაკლი, აღებული აქვს პრიზები...

როგორც ქალბატონმა მანანამ გვითხრა, ლევანს, მის ქალიშვილსა და შვილიშვილს ამჟამად კოვიდი აქვთ... 

"მე ჯერ არავითარი სიმპტომები არ მაქვს. პატარას სიცხე აქვს..." - ამბობს "პრაიმტაიმთან" კოზაკოვა.