1795636129
მერსი სულხანიშვილი "სარკასტიკის " წამყვანების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, პირველ კომენტარს აკეთებს
გადაცემა "სარკასტიკაში" გამოთქმული მოსაზრებების გამო, ჟურნალისტმა, მერსი სულხანიშვილმა ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეს უჩივლა. პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ არის ჩანიშნული.
მერსი სულხანიშვილი თქმით მას წამყვანი სექსუალურად ავიწროებდა.
"პრაიმ ტაიმი" დაუკავშირდა მერსი სულხანიშვილს და ჰკითხა, კონკრეტულად, რა სახის შევიწროება იყო გადაცემის ჩაწერისას:
"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ემოციური გადაწყვეტილება და არც საჯარო დაპირისპირების სურვილი. მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა, ამ უფლებასაც აქვს საზღვრები და ის არ უნდა ლახავდეს სხვა ადამიანის ღირსებას, რეპუტაციასა და უფლებებს.
როდესაც მიმაჩნია, რომ ჩემი უფლებები ირღვევა, მაქვს უფლება, მივმართო კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებს და სწორედ ეს გადაწყვეტილება მივიღე. მიმაჩნია, რომ მსგავს საკითხებში სამართლებრივი გზის არჩევა გაცილებით ცივილიზებული და სწორი ფორმაა, ვიდრე საჯარო კამათი და ურთიერთბრალდებები. არ ვაპირებ ამ საკითხის მედიასთან დაპირისპირების ფორმატში განხილვას. ვენდობი სამართლებრივ პროცესს და დაველოდები მის შედეგებს," - თქვა ჩვენთან საუბრისას მერსი სულხანიშვილმა.












