„კომენტარი ან მიმოწერა ყალბია...“ - ანდრია ჯაღმაიძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს

ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს არ შევიდეს შეცდომაში.

როგორც დეკანოზი განმარტავს, შექმნილია ყალბი ფეისბუქგვერდი მისი სახელით, სადაც არის პროვოკაციული პოსტები.

„შექმნილია ჩემი ფბ გვერდის იმიტირებული გვერდი და არის მიმოწერები, კომენტარები და პროვოკაციული პოსტები.Andrea Jagmaidze-დან გაკეთებული კომენტარი ან მიმოწერა ყალბია და სავარაუდოდ გუშინ დაწყებულ ნეგატიური კამპანიას ემსახურება“,-წერს ჯაღმაიძე.

ასევე ნახეთ:

VIDEO: ვინ არის და როგორ ცხოვრობს, სვანი გოგო კულინარიული შოუდან, რომელმაც მაყურებელს თავი შეაყვარა

VIDEO: გაიცანით „ყინულის ქალი“, რომელიც გაყინულ წყალში 45 წუთი ცურავს - „ვირუსებს აქეთ ეშინია ჩვენი“