1733169705
VIDEO: გაიცანით „ყინულის ქალი“, რომელიც გაყინულ წყალში 45 წუთი ცურავს - „ვირუსებს აქეთ ეშინია ჩვენი“
დასვენება, განტვირთვა, მზე, ზღვა ყველას სჭირდება. როგორც წესი დასაქმებულთა უმეტესობა მთელი წლის განმავლობაში ელის ივლისს, აგვისტოსა და სექტემბერს, რათა კუთვნილი შვებულებით ისარგებლოს და საქართველოში თუ საზღვარგარეთ დასვენებით დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, ახალი ენერგია მიიღოს.
გარდა იმისა, რომ წყალი აკაჟებს ორგანიზმს, ეზოტერიკოსები ენერგიის საუკეთესო გამწმენდად, სწორედ წყალს ასახელებენ. გარდა ამისა, სულიერი სიმშვიდისთვის უმეტესად ისეთ ადგილებს ირჩევენ, რომელიც ზღვას გადაჰყურებს. ეზოთერიკისა რა გითხრათ, მაგრამ დღეს გაგაცნობთ ქალბატონს, რომელიც არათუ ზაფხულსა და შემოდგომაზე, არამედ ზამთარში, ყოველ დილით თბილისის ზღვაზე, დაახლოებით ერთ საათს ცურავს.
მაია ნაცვლიშვილი ახლა 50 წლისაა და სამი შვილის დედაა. უკვე ხუთი წელია, ზამთარსა და ზაფხულში, ამინდის და ტემპერატურის მიუხედავად, ყოველდღე ადის თბილისის ზღვაზე და ცურავს. მაია ამჟამად უმუშევარია. განათლებით ექიმ-ლაბორანტი, ეკოლოგი, 20 წელი მუშაობდა გარემოს დაცვის სამინისტროში.
„ყინულის ქალი“ - ასე შეარქვეს ქალბატონ მაიას, მისი სიკაჟით გაოცებულმა თვითმხილველებმა. ერთმა იხუმრა კიდეც. „ამას სისხლი კი არა, ანტიფრიზი აქვს ძარღვებშიო“...
მაია ნაცვლიშვილი: 2012 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დავიწყე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ყოველთვის ვიყავი სპორტით დაკავებული, მაგრამ ცივ წყალში ცურვა, როგორც ჰობი ისე იყო ჩემთვის, ახლა უკვე ცხოვრების წესად მექცა. ვარ უფრო ენერგიული, ჯანსაღი. ეს ჩემს განწყობაზეც აისახა.
ცივ წყალში ცურვა და ცივი წყლიდან ამოსვლა ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მთას გადადგამ, ისეთი ენერგია და ძალა გემატება. ეს თუ არ გამოცადე ადამიანმა, სიტყვებით ვერ გადმოცემ. ბევრი ადამიანი ისე უყურებს ამ თემას, თითქოს ეს არის შეუძლებელი. მე ცივ წყალში ცურვა დავიწყე 2012 წელს. წაიკითხეთ სრულად
ასევე ნახეთ:
VIDEO: როგორ გამოიყურება ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის საახალწლოდ მორთული სახლი
PHOTO/VIDEO: როგორ მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიამ მეუღლეს იუბილე
VIDEO: შვილის ქორწილში აცეკვებული გოჩა და შორენა ჩერტკოევების ვიდეომ გამომწერები აღაფრთოვანა