1730578379
VIDEO: ვინ არის და როგორ ცხოვრობს, სვანი გოგო კულინარიული შოუდან, რომელმაც მაყურებელს თავი შეაყვარა
"სამზარეულოს ომებში" გამორჩეულია წყვილი სვანეთიდან, რომელიც უკვე ფინალშია. ელენეს და ნინის დუეტიდან საზოგადოება კარგად იცნობდა ელენე განაიას, რომელიც სვანეთში გათხოვდა, ძალიან ადრე დაქვრივდა, თუმცა არ წამოვიდა სვანეთიდან, იქ დარჩა, შვილებსაც იქ ზრდის, იქ მუშაობს ახალგაზრდების განვითარებაზე და საკუთარი წარმატებული ბიზნესიც წამოიწყო.
ნინი კახბერიძე კი საზოგადოებამ ახლა გაიცნო და მის გამორჩეულ იუმორს და მიმიკებს სოციალურ ქსელში მუდმივად ხალისით ხვდებიან, მის ვიდეოებს უამრავი ნახვა აქვს.
როგორც ნინიმ გადაცემის შესარჩევ ეტაპზე აღნიშნა, სვანეთშია დაბადებული და ძალიან უყვარს იქაურობა. იქვე ისწავლა კერძების მომზადება - დედასთან, რომელიც შესანიშნავი კულინარია და იქვე გაიცნო მომავალი მეწყვილე ელენე, რომელიც მისი მასწავლებელი იყო.