პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმთაიმის“ ჟურნალისტი და რუსთავი2-ის გადაცემა „ფარული კონვერტის“ სცენარისტი თამარ გონგაძე დედის დღეს ძალიან ემოციური, ორიგინალური პოსტით აღნიშნავს და სოციალურ ქსელში, ტყვიების ზუზუნში, ცეცხლში გახვეული უკრაინისა და ოკუპანტი ქვეყნის ლიდერებთან პარალელს ავლებს.
ჟურნალისტს დედის კულტის აღსაწერად ქართველი გენიოსი მწერლების ციტატები მოჰყავს და აღნიშნავს, რამხელა როლი აქვს დედას შვილის ადამიანად ჩამოყალიბებაში.
„გენიოსები რას არ წერენ ამ მიწიერ ანგელოზზე.
ნოდარ დუმბაძე დედას ღმერთს ადარებს.
გოდერძი ჩოხელი გვასევდიანებს - დედა რომ მიდის, შენსა და სიკვდილს შორის დამცავი კედელი ინგრევა და მის პირისპირ რჩებიო...
* * *
ეს უკანასკნელი დღეები გამუდმებით ვფიქრობ, პუტინი რომ ისეთი წყეულია, როგორიც არის, მისი უდედობით არის გამოწვეული.
მისი „პრიუტში“ გატარებული უღიმღამო და ძაღლუგემური (ეს სიტყვა ბებიაჩემმა იცოდა) ბავშვობის დამსახურებაა მისი უღმერთობა, სამყაროზე გაბოროტება.
კი, უდედობა უღმერთობა ყოფილა. ამიტომაც არის დუმბაძე გენიოსი, დედას რომ ღმერთს ადარებს.
ჰოდა... რაც გამოიწვია უდედოდ დაწყებულმა ტრაგიკული „კაცის“ ცხოვრებამ, ვხედავთ. ვხედავთ და პირში ომის გემო დაგუბუბებულებს, კიდევ არ გვჯერა, რომ ადამიანს (!) იმის გაკეთება შეუძლია, რაც უკრაინაში ტრიალებს!
დედის სიყვარულში გაზრდილმა ზელენსკიმ კი, ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების მათი დედებისთვის გადაცემა გადაწყვიტა......!!!
და ვოვა?! დედას რომ კალთაში არ ჩაუსვამს და მის თმაში ცხვირჩარგულს არ უთქვამს მისთვის, რომ სამყაროს დასალიერამდე უყვარს, ძილის წინ რომ კეთილისა და ბოროტის შეჯიბრზე ზღაპარი არ მოუყოლია, დილით ბლინის ცომი გავარვარებულ ტაფაზე ერთად რომ არ დაუსხამთ, ბანაობისას მისთვის ქაფი თვალებიდან არ მოუშორებია, ტბაში რომ ბატებისთვის პური ერთად არ ჩაუყრიათ, მისი წარმატება-წარუმატებელი ნაბიჯებისთვის არ უგულშემატკივრია.............. დედა არ დაუძახია!!!!!!!!!!!!!!
და უამყველაფრო არსება რადაც იქცა, ვხედავთ!
ჰოდა... არასდროს დატოვოთ შვილები!
დღეში დაუთვალავად უთხარით - მიყვარხარ!
სიკეთე-ბოროტებაზე და ტყუილ-მართალზე ესაუბრეთ, ეჩურჩულეთ, უჩიჩინეთ........
რომ არასდროს გაბოროტდნენ, რომ ომი არ წამოიწყონ, რომ საკაცობრიოდ არ გაუცივდეთ გული...
დედის დღეს გილოცავთ!“, - წერს თამარ გონგაძე.