პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ნაბიჯებს გადადგამს,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„უკრაინისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენ რუსეთის ხელისუფლებას მკაცრი სანქციებით ვპასუხობთ. ჩვენი მიზანია, არ მივცეთ კრემლს საშუალება, აწარმოოს ომი თავისი მეზობლების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავაწესეთ უპრეცედენტო სანქციები. ეს სანქციები ასევე დააწესეს მთელს მსოფლიოში ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა. ჩვენს მიერ წარდგენილი სანქციების სამ ტალღას უკვე აქვს გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე და შესაბამისად, პუტინის ომის ძალისხმევაზე. ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ, თუ ვითარება ადგილზე გაუარესდება. ამავე დროს, ჩვენ შურისძიების შემთხვევისთვის ვემზადებით, კერძოდ ჩვენ ვემზადებით ჩვენი ენერგომომარაგების დივერსიფიცირებაზე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.