1728194938
კახეთში, კაცმა ყოფილი სიმამრი დაჭრა
დაჭრა გურჯაანში - 63 წლის კაცს დაზიანებები სიძემ მიაყენა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 63 წლის გიორგი საჩეჩელაშვილს ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი დაზიანებები ყოფილმა სიძემ მიაყენა.
სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაბილურად მძიმეა.
სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. მას ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი