„ინვესტორი მტერი არ არის - მცირე ჰესები დიდი ჰესების გარეშე ამინდს ვერ ქმნის“ - დავით ნარმანია

davit narmania

„არ დაიქცევა ქვეყანა, სწორი გარემოსდაცვითი პოლიტიკის, შესაბამისი დასკვნების გაკეთების შემთხვევაში გარემოზე ზიანი არ იქნება ისეთი, როგორსაც ასე ფერადად ხატავენ“-  ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ დიდი ჰესების (ხუდონი, ნენსკრა, ნამახვანი) მშენებლობის თემაზე BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

„ნამახვანი აუცილებლად უნდა აშენდეს. მცირე ჰესები ვერ ქმნის ამინდს, დიდი ჰესების გარეშე. გასულ წელს 6 მცირე სადგური შევიდა ექსპლუატაციაში 15,5 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, მაგრამ მოხმარება 2021 წელს 2020 წელთან შედარებით იმაზე მატად გაიზარდა, ვიდრე მცირე სადგირების გამომუშავება იყო, ამიტომ მეტი გვჭირდება. ქარის და მზის სადგურებასაც სჭირდება დაბალანსება, რადგან არამდგრადი წყაროებია, ამიტომ ელექტროსისტემას სჭირდება მძლავრი სადგურიდან მოხსნას ტვირთი და გადმოიტანოს იქ, სადაც ეს ობიექტი ადრე გამოიმუმაშვებდა, მაგრამ ახლა ვეღარ გამოიმუშავებს ენერგიას. ამის დაბალანსების წყაროც არის ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას. არ დაიქცევა ქვეყანა, სწორი გარემოსდაცვითი პოლიტიკის, შესაბამისი დასკვნების გაკეთების შემთხვევაში გარემოზე ზიანი არ იქნება ისეთი, როგორსაც ასე ფერადად ხატავენ. მაშინ დაქცეულა შვეიცარია, ავსტრია და ევროპის ბევრი ქვეყანა, სადაც არანაკლებ მძლავრი ელექტროსადგურებია“, - აცხადებს დავით ნარმანია.

რაც შეეხება ჰესების საწინააღმდეგო განწყობებს საზოგადოებაში, სემეკის თავმჯდომარე ამბობს, რომ დიალოგი უალტერნატივოა.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ინვესტორი არ არის მტერი. ინვესტორს მოაქვს ფული, რომელიც მაკროეკონომიკური თვასაზრისითაც მნიშვნელოვანია, დასაქმების თავლსაზრისითაც, ენერგეტიკული სტაბილურობის და უსაფრთხოებისთვისაც და სოციალური ფონისთვისაც. ავიღოთ ნაჯახი და ვებრძოლოთ ინვესტორს ჩემი აზრით გაუმართლებელია“, - ამბობს ნარმანია.