გორში, კაცი გარდაცვლილი იპოვეს
1737984229
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განმარტა, რას უკავშირდება დარღვევები, რომლებიც „თელასის“ შემოწმების შედეგად გამოვლინდა.
მისივე თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, „თელასის“ თანამშრომლებს, რომლებიც მაჩვენებელს იღებენ, მისამართზე მისვლა დაეზარათ და მომხმარებლებს იგივე ან პირობითი მაჩვენებელი გადაუტანეს.
„ზოგიერთ შემთხვევაში, „თელასის“ თანამშრომლებს, რომლებიც იღებენ მაჩვენებლებს, დაეზარათ მისვლა და იგივე ან პირობითი მაჩვენებელი გადაუტანეს, რაც სემეკ-ის მიერ დადგენილი წესების დარღვევაა. შესაბამისად, შემოწმების შედეგად „თელასი“ დაჯარიმდა 75 ათასი ლარით. ნახევარ მილიონ ლარზე მეტი იყო არასწორად დარიცხული თანხები, რომლებიც დაკორექტირდა. „თელასი“ აკეთებს დარიცხვებს, ამ მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში გადასცემს „თელმიკოს“, რომელიც აგზავნის ელექტრონულ ქვითრებს. ამდენად, „თელმიკოს“ ბრალეულობა ახლა ამ ნაწილში ჩვენ მიერ არ იქნა გამოკვეთილი და არ დაჯარიმებულა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) საქმიანობების შემოწმების შემდეგ გამოვლენილი დარღვევების გამო „თელასი“ 75 000 ლარით დაჯარიმდა.