“ზედაპირული რომანები და მსუბუქი ფლირტი უკანა პლანზე გადადის...“ - რამაზ გიგაურის ასტრპროგნოზი

რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური ასტროპროგნოზს აქვეყნებს. 

ვენერა მორიელში: სიყვარულისა და ფინანსების  ტრანსფორმაცია

ვენერას ინგრესიის ოთხთვიანი ქრონოლოგია: 

10 სექტემბერი - 3 ოქტომბერი: ვენერას მორიელში პირველი შესვლა. ინტენსიური ემოციისა და ფინანსური საკითხების გააქტიურება. ახალი იმპულსები სიყვარულსა და ბიზნესში

 3 ოქტომბერი - 25 ოქტომბერი: ვენერას რეტროგრადული მოძრაობა მორიელში. წარსულის ემოციური კავშირებისა და ძველი ფინანსური თემების ამოტივტივება. ამ ყველაფერში შეცდომების დაშვება ან მათი გამოსწორება.

25 ოქტომბერი - 4 დეკემბერი: ვენერა უკან, სასწორის ნიშანში ბრუნდება (14 ნოემბერს რეტროგრადულ სვლას ასრულებს). დარღვეული ბალანსის, ძველი შეთანხმებებისა და პარტნიორული ურთიერთობების გადახედვა-გაანალიზება.

4 დეკემბერი - 7 იანვარი (2027): ვენერა მეორე (დირექტრიულად) შესვლა მორიელში. შინაგანი ტრანსფორმაციის დასრულება და განახლებული რეალობის მიღება. იმ პროცესების დასრულება ან დასტაბილურება მაინც, რომლის დაწყება სექტემბრის მეორე და მესამე დეკადაში მოხდა.