ცნობილი „კანონიერი ქურდი“ და მისი მეუღლე დააკავეს
1789242412
თითქმის 6-წლიანი პაუზისა და იშვიათი დიაგნოზის შემდეგ, სელინ დიონი სცენას დაუბრუნდა. მან თავისი პირველი კონცერტი ცოტა ხნის წინ პარიზში გამართა.
ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ვარსკვლავს 2022 წელს გაშეშებული ადამიანის სინდრომი დაუდგინეს. ეს იშვიათი ნევროლოგიური დარღვევაა, რომელსაც კუნთების დაჭიმულობა და სპაზმი ახასიათებს. დიაგნოზმა შეიძლება შენელებული მოძრაობები და სიარულის გართულება გამოიწვიოს. მისი სრული განკურნების შესაძლებლობა ჯერჯერობით არ არსებობს.
პარიზის კონცერტების სერიისთვის მოსამზადებლად მომღერალმა ინტენსიური ვარჯიშისა და რეაბილიტაციის კურსები გაიარა.
დიონის თქმით, 2027 წლის მაისის ჩათვლით ჯამში 26 კონცერტს გამართავს.
როგორც სელინი აღნიშნავს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ, საყვარელ საქმიანობასა და სამუშაო რიტმს დიდი ენთუზიაზმით უბრუნდება.