GWP სულადობრივი აბონენტების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

წყალი ბოთლში

Georgian Water and Power სულადობრივი აბონენტების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წლიდან ქვითრები თბილისის მოსახლეობას სტანდარტულად თვეში ერთხელ, ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში მიუვა.

„დარიცხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ჯივიპის სულადობრივი აბონენტების ერთმა ნაწილმა, რომელსაც არ ჰქონდა დაფარული ნოემბრის თვის დავალიანება 2021 წლის დეკემბრის ბოლოს მიიღო ერთი ქვითარი, სადაც ასახულია როგორც ნოემბრის, ასევე დეკემბრის თვის დარიცხვა.

აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე სულადობრივი აბონენტების მეორე ნაწილმა დეკემბრის თვეში მიიღო ორი ქვითარი. პირველ ქვითარში მათ დაერიცხათ ნოემბრის, ხოლო მეორე ქვითარში - დეკემბრის თვის გადასახადი.

sms-ით მიღებულ ელექტრონულ ქვითარში მითითებულია დავალიანების პერიოდი და დარიცხვის თარიღი.

2022 წლიდან ქვითრები თბილისის მოსახლეობას სტანდარტულად თვეში ერთხელ, ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში მიუვა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.