პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მიშა, ცოტა ხანი მოიცადე, ექიმები ადრე თუ გვიან შენთან შემოვლენ და თუ შეიძლება, გადადე შენი ულტიმატუმის დღე, - ასე მიმართავს პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.
მისი თქმით, შიმშილობის დაწყების შემთხვევაში, „ძალიან ცუდი სცენარი იქნება“.
„დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ ნახვის საშუალება მოეცათ, იქნებ გადაეფიქრებინა ამ უკიდურესი ფორმის, შიმშილობის დაწყება, მაგრამ არ მოხერხდა. ხვალ, დილით კიდევ შევეცდები მოვიდე. თუ გვისმენს მიშა, ვეტყოდი, რომ მიშა, კიდევ ცოტა ხანი მოიცადე. ექიმები ადრე თუ გვიან შენთან შემოვლენ და თუ შეიძლება, გადადე შენი ულტიმატუმის დღე", - აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.