1695419158
GWP განცხადებას ავრცელებს

„კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცხელ ხაზთან - 293 11 11 მომხმარებლების დაკავშირება ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია“, - ამის შესახებ კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საკომუნიკაციო ქსელში ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე კომპანიის ცხელი ხაზის მომსახურება აღდგება.
„სატელეფონო ქსელში ტექნიკური შეფერხება დაფიქსირდა დღეს, 20 იანვარს 15:00 საათიდან. აღნიშნულ პერიოდში მომხმარებლებს კომპანიასთან დაკავშირება შეუძლიათ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ფეისბუქ გვერდისა და ვებგვერდის ონლაინ ჩათის საშუალებით.
საკომუნიკაციო ქსელში ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე კომპანიის ცხელი ხაზის მომსახურება აღდგება“, - ნათქვამია განცხადებაში.