20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის 27-28-ე დღე. თხის რქის ნიშანში მთვარისა და მერკურის შეხვედრა, მოგიწოდებთ, იყოთ რეალისტი და პრაგმატული, იზრუნოთ მონაცემთა თანმიმდევრულობასა და სიზუსტეზე. კარგია დოკუმენტებზე მუშაობა, სასწავლო პროგრამების კორექტირება. მარტივად გამოგივათ ახალი მწვერვალების დაპყრობა პროფესიაში, წინსვლა კარიერაში.

ვერძი

დღეს, ვარსკვლავები ვერძს უფრო ორგანიზებულად და მიზანმიმართულად აზროვნებას ურჩევენ. დღე შესაფერისია მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. სასურველია, მეტი პასუხისმგებლობის აღება. კარგად აწონ-დაწონეთ ვარიანტები და გააკეთეთ საბოლოო არჩევანი.

კურო

დღეს, კუროებმა არ უნდა გადადონ პროფესიული შეხვედრები, ასევე, კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული საკითხები, მივლინებები, დოკუმენტების დასრულება. დიდი შანსია, თანამდებობის შეცვლის ან ცხოვრების განახლების. მოგზაურობისას, არის სიურპრიზებისა და კურიოზების ალბათობა.

ტყუპები

დღეს, ტყუპებს მოუწევთ უფრო სერიოზულად და პრაქტიკულად  იფიქრონ. პირველი რიგის საქმე იქნება, უსაფრთხოების ზომების დაცვა. უფრო პასუხისმგებლობით მიუდექით ნებისმიერ საკითხს, რადგან ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ახლო ან შორეულ მომავალზე. მნიშვნელოვანია ნებისმიერი საკითხის სწორად შეფასება. უმჯობესია, ამ დღისთვის თავისუფალი აქტივობები არ დაგეგმოთ, ახლა სერიოზული თემების დროა.

კირჩხიბი

კირჩხიბებმა უარი არ უნდა  თქვან დიალოგზე. დღეს სწორი იქნება საბოლოო არჩევანის გაკეთება, რაც გავლენას ახდენს ურთიერთობებზე, კარიერაზე ან სოციალურ სტატუსზე. უმჯობესია, არ გადადოთ შეხვედრები, მეგობრული საუბრები. კარგია იურიდიული დეტალების განხილვა.

ლომი

დღეს, ლომების უმრავლესობას, კონცენტრირება ერთ საკითხზე გაუჭირდებათ, ჯერჯერობით, ზოგიერთი დეტალი  უცვლელი რჩება. ეს შეიძლება იყოს დოკუმენტები, ან პარტნიორული ვალდებულებები. სჯობს , დღე გაატაროთ მაქსიმალური სიმშვიდით.

ქალწული

ეს დღე ძალიან იღბლიანია ქალწულებისთვის. ყველა მიმართულებით შეძლებენ სტაბილურად და მყარად მიაღწიონ წარმატებას. სიტუაციის ან მიმდინარე პრიორიტეტების შეცვლაც კი მათთვის უმტკივნეულო იქნება.

სასწორი

დღეს სასწორმა უარი არ უნდა თქვას ახლობლებთან საუბარზე, იქნება ეს ოჯახის წევრი, ძველი მეგობარი, დიდი ხნის კოლეგა თუ ქორწინების პარტნიორი. ეს არის შესაფერისი მომენტი საბინაო და ეკონომიკურ თემებზე მსჯელობისთვის, ასევე, დოკუმენტებზე მუშაობისთვის.

მორიელი

მორიელებისთვის ინფორმაციული დღეა. ადვილი იქნება მათთვის საინტერესო ადამიანებთან დაკავშირება, საჭირო მონაცემებთან წვდომა. ეს ბევრ მორიელს დაეხმარება სწრაფად გადალახოს ახალი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია სახლთან, სამსახურთან, ურთიერთობებთან და პირად პასუხისმგებლობასთან. 

მშვილდოსანი

დღევანდელი გარემოებები აიძულებს მშვილდოსნებს უფრო პრაგმატულად იფიქრონ და ნებისმიერი დავალება რეალისტური პოზიციიდან განიხილონ. კარგი იქნება, მოახერხონ ვალების გადახდა.  დღის განმავლობაში შესაძლებელია, მოუწიოთ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება.

თხის რქა

არ გადადოთ აქტუალური საუბრები და ინტელექტუალური აქტივობები(სწავლა, პროგრამირება, დოკუმენტებთან მუშაობა), ასევე, უნდა გამონახოთ დრო, რომ იფიქროთ უახლოეს გეგმებზე. კარგად ჩამოყალიბდით სურვილებში და ისე იმოქმედეთ.

მერწყული

მერწყულებმა ეს დღე საქმიანი კონტაქტებისთვის, ან კვლევისთვის უნდა გამოიყენონ. დღეს კარგად გამოგივათ ანალიტიკა, პროგრამირება, მონაცემთა სისტემატიზაცია. ახალი გეგმების განსახორციელებლად, შეიძლება დაგჭირდეთ კვალიფიკაციის ამაღლება.

თევზები

დღეს კარგი იქნება, თუ თევზები მეგობრებს დაეკონტაქტებიან. თუ მეგობრები არ ჩანან, შეგიძლიათ, თავად აღადგინოთ მათთან კონტაქტი. დღე კარგია კომპიუტერულ პროგრამებზე სამუშაოდ. მიზანშეწონილია სხვისი პროფესიული გამოცდილების შესწავლა, შესაძლოა, ის მალე გამოგადგეთ.