ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
მეგობრებო, ფეისბუკმა მღვდელი შალვა კეკელიას მიმართ ჰომოფობიაში მამხილა და ორი დღით დამბლოკა. ამ უსაყვარლეს ანეკდოტს მე და ჩემი გარემოცვა გულის ფიცარზე დავიწერთ სიცოცხლის ბოლომდე, - ამის შესახებ ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
„ამიტომ, შობას და მნათეს დაბადებას ერთდროულად გილოცავთ ყველას, ამ თბილი ფოტოთი, ვინც აღნიშნავთ. ამასობაში, მოვიარე ბაკურიანი. ძალიან ვისიამოვნე - ძალიან კარგია კოხტა რუმსი. ვიბრძოლე!
1. რიგის დისციპლინაზე - რასაკვირველია;
2. კრისტალის ლიფტის ვიწრო კაბინებში 6 უცხო ადამიანის ერთად შესვლაზე მძვინვარე ომიკრონის დროს;
3. ეთნო შოვინიზმზე - ერთადერთი ტრასა იყო კრისტალის, რომელსაც კერძო პატრონმა მიხედა, გატკეპნა და მუშაობდა. ერთადერთი!
და გამოჩნდნენ ქართველები, ვინც სომეხ პატრონს აგინებდნენ, სომხობის გამო - ძვირი რატომ ღირსო. თურნავას კი არ შეაგინებენ, გადასახადის გადამხდელის ფულს რაშიც ყრიან, ის ტრასები რომ არ მუშაობს!!! მოკლედ, ორი დღით ინსტაგრამზე და ბაკურიანში ვიყავი სანამ მამაო შალვას გამო მსჯიდნენ“, - ვკითხულობთ ჩერგოლეიშვილის ფეისბუკპოსტში.