1739342153
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
![ენერგო პრო ენერგო პრო](https://primetime.ge/uploads/files/2024/08/20/95929/energo-pro_w_h.jpeg)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. შეზღუდვა დუშეთის, ყაზბეგისა და მცხეთის რაიონის სოფლებს შეეხება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 თებერვალს 11:00-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ციხისძირი, ზოტიკიანთკარი, პავლეური, შალიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: ყანობი, ოქროყანა, გიმარა, ზემოოქროყანა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ქსოვრისი, ილტოზა, ქსანი, არმაზი, მჭადიჯვარი, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.