„ვეძებ, დავდივარ და დავდივარ... “ - ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედის ინტერვიუ „პრაიმტაიმთან“
1739216876
„თბილისი ენერჯი“ მორიგ განცხადებას ავრცელებს:
„დაზიანებულ ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია.
გაზმომარაგების აღსადგენად მეორე, ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო. ამისთვის თბილისი ენერჯის შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულები არიან.
შეგახსენებთ, რომ ავარიის შედეგად გაზმომარაგება 150 000 -მდე აბონენტს შეუწყდა.
ქსელში გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო.
ეს პროცესი დროს და სიფრთხილეს მოითხოვს, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით იყოთ - შეამოწმეთ გაზის ონკანები და არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში.
გაზმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას სმს-ით მიიღებთ.
თბილისი ენერჯი კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტის გამო.
გაზმომარაგების აღდგენა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად დასრულდება 11 თებერვალს დღის ბოლომდე“.