„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 იანვარს, 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში: აღმაშენებლის, სამხედროს, შრომის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე წეროვანში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ახალშენი, წიწამურა, მჭადიჯვარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:30 საათამდე აბონენტებს მცხეთაში - აღმაშენებლის, კოსტავას, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე; 11:40-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თბილისში - სოფელ დიღომში გაბრიელ ათონელის, დიდგორის, ზემოუბნის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: თხინვალა, ზემო ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.