დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მიმართავს

NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საახალწლო დღეებში მოსახლეობას კორონაირუსის გადადების მაღალი რისკების  შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს და არსეული რეგულაციების შესრულებისკნ მოუწოდებს.

„საადღესასწაულო უქმეების დროს COVID-19-ის გავრცელების რისკი კიდევ უფრო იზრდება. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ უსაფრთხოების რეკომენდაციები. ერთად შევაჩეროთ COVID-19-ის გავრცელება!

ატარეთ პირბადე და დაიცავით სულ მცირე 1-მეტრიანი დისტანცია. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით ან დაიმუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით.  დარჩით სახლში, თუ გაქვთ რესპირაციული სიმპტომები ან დაგიდასტურდათ COVID-19.

მოერიდეთ თავყრილობებს, განსაკუთრებით მოარიდეთ მაღალი რისკის მქონე ოჯახის წევრები; ხანდაზმულ ადამიანებთან სტუმრობისას ატარეთ პირადე და დაიცავით ფიზიკური დისტანცია.

სადღესასწაულო პერიოდში ნივთების შეძენის დროს უპირატესობა მიანიჭეთ ონლაინ ყიდვებს . გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და პანდემიაზე მალე გამარჯვებას!“, - აღნიშნულია განცხადებაში.