პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ, "ღამის კურიერის" ეთერში, მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. განსაკუთრებული აქცენტი კი, უფროსი თაობის ადამიანებზე გააკეთა.
ის, რომ აცრა, განსაკუთრებით კი "ბუსტერ" დოზა, ახალი შტამისგან იცავს, პაატა იმნაძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა.
"გამოქვეყნდა უკვე მონაცემები, რომლის მიხედვითაც, სამჯერადად აცრა "ომიკრონისაგან" იცავს დაახლოებით 75%-მდე. რაც მთავარია აქ არის ის, რომ ეს აცრა მძიმე მიმდინარეობისაგან ნამდვილად კარგად იცავს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ განსაკუთრებით უფროსი თაობის ადამიანებს, რომ აუცილებლად აიცრან. ვისაც 2 აცრა გაკეთებული აქვთ, იმათმა კი "ბუსტერი" გაიკეთონ. "ბუსტერის" ვადა ყველა ვაქცინაზე 3 თვემდე ჩამოვიდა,"- აცხადებს პაატა იმნაძე.
ხომ არ იგეგემება წამახალისებელი კამპანია სხვა ჯგუფის ადამიანებშიც ვაქცინაციის ჩატარების შემთხვევაში და ამ ჯგუფში შესაძლოა თუ არა, სტუდენტებიც შევიდნენ? - ამაზე პაატა იმნაძე განაცხადა, რომ გარკვეული გეგმები მუშავდება, თუმცა სტუდენტებზე არა.
"გარკვეული გეგმები მუშავდება იმისათვის, რომ შესაძლოა გაფართოვდეს წრე, ვისაც სახელმწიფო დამატებით წაახალისებს აცრის შემთხვევაში. სტუდენტებს რაც შეეხებათ, ლატარია და მშვენიერი მოგებებია, თუ თავიანთ ჯანმრთელობაზე არ ფიქრობენ, მაგაზე მაინც იფიქრონ,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.