„არსად აღარ მივდივართ!..“ - ნახეთ, რა ოცნების ახდენა დაიწყო მარგარეტ დაიაურმა

margaret

მარგარეტ დაიაური ბავშვობის ჰობს მიუბრუნდა და სოციალურ ქსელში ცეკვის ვიდეო გაგვიზიარა. ხევსურ მხატვარს ცეკვა პროფესიონალურ დონეზე გამოსდის, თუმცა როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, ადრე უკეთეს ფორმაში იყო.

მარგარეტ დაიაური: ვიცი საკუთარი მონაცემები, ახლა კარგად ვერ ვცეკვავ. საერთოდ, ბავშვობიდან ვცეკვავ ჩემთვის. თვითნასწავლი ვარ. ადრე გაცილებით კარგი პლასტიკა მქონდა. ახლა 25 წლის ვარ და ბუნებრივია, ისე ვეღარ ვცეკვავ, როგორც თინეიჯერობის ასაკში.

სულ მინდოდა ცეკვასთან მიბრუნება. მოცეკვავეობა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება იყო. სპეციალურად ამისთვის ვიყიდე სარკეები, თუმცა თბილისიდან ტრანსპორტირების დროს რამდენი სარკე გატყდა. გული ძალიან დამწყდა, მაგრამ რაც გადარჩა, ისიც მყოფნის იმისთვის, რომ ცეკვის დროს საკუთარი თავი დავინახო.

ახლა ვირუსი მქონდა და ამ პერიოდში დავიწყე ცეკვა. ცეკვის დროს უკეთ ვიგრძენი თავი.

სარკე კოშკის ბანზე მიდევს და ვცეკვავ... მომწონს, რომ ჩემს სარკეში ხევსურეთის მთები ირეკლება. 

- და მარგარეტ, ყველას აინტერესებს და გკითხავ - შენ და გიორგი რჩებით საქართველოში?

- არსად აღარ მივდივართ! მოგებულმა გრანტმა იმედი გაგვიჩინა. იმედი გვაქვს, მომავალში ბევრი კარგი რამ მოხდება.

ახლა ჩემს სახელოსნოს ვაკეთებ. რამდენიმე თვეში მზად იქნება. იმ სამკაულის ესკიზების გაკეთებას ვაპირებ, რომელიც წლებია სახლში მიდევს და ვერ ვიყენებდი. დავამზადებ სამკაულებს და გავყიდი. ვფიქრობ, ბრენდის სახელზე. 

სახელოსნოში ზაფხულში მასტერკლასები მექნება. ვნახოთ...

ცეკვის ვიდეოს ბმული აქ არის და დაკლიკვით ნახავთ.