ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
შატილში მცხოვრებმა მარგარეტ დაიაურმა რომ აგვისტოს ბოლოს "აწარმოე საქართველოს" გრანტი მოიგო, იცით, და ძალიან გავიხარეთ.
"21 ათასი ლარით დააფინანსეს ჩემი ბიზნესიდეა, სახელოსნოსა და საგამოფენო სივრცეზე", - შეგვატყობინა ხევსურეთზე შეყვარებულმა მარგარეტმა.
დღეს კი დიდი გეგმების მქონე მარგარეტი ფეისბუქზე შემდეგ ინფორმაციას აქვეყნებს.
"დაახლოებით, 1 კვირის წინ უსაყვარლესმა და უკეთილშობილესმა, Mariam Isakadze-მ, შატილში ნორვეგიელი ჟურნალისტი მოიყვანა, სტატია უნდა დაეწერა ჩვენზე. ინტერვიუსას, ჩემი ისტორია მოისმინა, ასევე, მოისმინა მიზნები, გეგმები, გრანტის ამბავი, ნახა ჩემი ნამუშევრები და მითხრა, დიდი მომავალი გაქვსო საჩუქრები დამიტოვეს და წავიდნენ
დღეს, ბო ისევ დაბრუნდა, დაბრუნდა ერთადერთი მიზეზით, რომ ჩემთვის 1500 ლარი ეჩუქებინა, იმ თანადაფინანსების ნახევარი, რაც მე უნდა დამედო "აწარმოე საქართველოსთვის", ეს ფული ნორვეგიელებმა შეაგროვეს ბოს ინიციატივით.
ხოდა, მინდა იცნობდეთ ამ ადამიანს, ნორვეგიელ ჟურნალისტს, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, რომელსაც, წესით, არც უნდა მიექცია ყურადღება იმ თანადაფინანსების თანხისთვის, მაგრამ იმდენად კეთილი, საყვარელი და იშვიათი ადამიანია, ამისთვის დაბრუნდა.
უდიდესი მადლობა!
ჩემს სახელოსნოსა და საგამოფენო სივრცეში მოსულ სტუმრებს, აუცილებლად ეცოდინება, ვინ არის ბო და ჩემს წამოწყებულ იდეას ხევსურეთში, დასაწყისშივე როგორ დაუჭირა მხარი ბომ, არა მხოლოდ მე დამიჭირა მხარი, არამედ ხევსურეთს, შატილს და მის განვითარებას!" - წერს დაიაური.