ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წესები იცვლება
1732193436
წყვილს შატილიდან, უკვე ყველა იცნობს. იმედებით და გეგმებით აღსავსენი რომ დასახლდნენ საყვარელ და მშობლიურ კუთხეში, მაგრამ გარემო პირობების უქონლობისა და ბევრი ხელშემშლელი ფაქტორის გამო, რომ უცხოეთში წასვლას გეგმავენ.
დღეს კი, მარგარეტ დაიაურმა სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.
"აწარმოე საქართველოს გრანტი მოვიგე! 21 ათასი ლარით დააფინანსეს ჩემი ბიზნესიდეა, სახელოსნოსა და საგამოფენო სივრცეზე. ჯამში თანადაფინანსებიანად 24 000 ლარი", - წერს მარგარეტი ,,ფეისბუქზე".
ბუნებრივია, პირველი, რაც ყველას აინტერესებს არის ის, რომ გადაიფიქრებს თუ არა ეს ლამაზი და ნიჭიერი წყვილი საქართველოდან წასვლას.
კითხვით ,,პრაიმტაიმმა" მარგარეტს დაურეკა.
მარგარეტ დაიაური: - არ ვიცი, ჯერ არ გვილაპარაკია ამაზე. გიორგი სახლში არ არის. ძალიან მოულოდნელი იყო ეს დაფინანსება. დავილაპარაკებთ და გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცევით.
"აწარმოე საქართველოში" თავისი პროექტი გიორგის რამდენიმე წლის წინ ჰქონდა შეტანილი, მაგრამ არ ფინანსდებოდა. შარშან არც მე დამაფინანსეს. წელს, ივლისში მეორედ ვცადე და დღეს ეს დაფინანსება მივიღე.
მე მინდა სახელოსნოს გახსნა შატილში, სადაც სამკაულის, ხევსურული მოტივების სამოსის დამზადებასა და ხატვას შევასწავლი. ნებისმიერი დამსვენებლისთვისაც ჩავატარებ მასტერკლასებს.
ასევე მინდა საგამოფენო სივრცე, სადაც არა მხოლოდ ჩვენი კუთხის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, არამედ, ინტელექტუალური შეხვედრები შედგება, საინტერესო პირები ჩამოვლენ და ლექციებს წაიკითხავენ, ადგილობრივებისთვის ეს მნიშვნელოვანი და ინფორმაციული იქნება.
ჩვენი კაფე ერთი კვირაა რაც გაიხსნა. სამი დღის წინ კელი დეგნანი გვსტუმრობდა. ჩვენს შესახებ იცოდა და აღფრთოვანებული იყო იმით, რომ ახალგაზრდა წყვილი შატილში დავსახლდით და რომ აქაურობას ვამაგრებთ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რომ არის სოფლისთვის. მოხიბლულია ხევსურეთითა და აქაური კულტურული ძეგლებით.
იმდენად მოულოდნელად მოვიდა, რომ მხოლოდ წყალი დალია. ნახევარი საათი გველაპარაკა. ჩვენ ჩვენი სტუმრები გვყავდა, ისიც თანაშემწეებთან ერთად იყო. ხევსურეთთან დაკავშირებულ საკითხებზე ვსაუბრობდით.
- კარგი ფეხი ჰქონია დეგნანს. დღეს ასეთი ამბავი შეიტყეთ.
- ნამდვილად! ძალიან დადებითი, უბრალო და საყვარელი ადამიანია. დიდ პატივს ვცემთ.