დაიწყო სასამართლო პროცესი ყველაზე მასშტაბური ძარცვის საქმეზე, რომელმაც მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო

ბრილიანტები

დღეს გერმანიაში დაიწყო სასამართლო პროცესი, ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური ძარცვის საქმეზე, რომელმაც მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.

2019 წლის 25 ნოემბერს ორმა ნიღბიანმა დრეზდენის მუზეუმის მწვანე საცავი გაძარცვა და მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ისტორიული სამკაულები მოიპარა.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქურდობაში გამოძიება 6 პირს ადანაშაულებს.

ეს არის ძარცვის ისტორია, რომელმაც მსოფლიო გააოგნა.

პროკურატურის ცნობით, მწვანე სარდაფიდან მძარცველებმა 4 300-ზე მეტი ბრილიანტით შემკული ნივთი მოიპარეს, რომელთა ღირებულება 113 მილიონ ევრო იყო.

დრეზდენის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა, მარიონ აკერმანმა, თქვა რომ მოპარული საგანძურის კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა გაცილებით დიდია, ვიდრე მატერიალური ღირებულება. 

ყველა მოპარული არტეფაქტი, ფრედერიკ ავგუსტ I, საქსონიის პირველი მეფის დროს შეიქმნა.

მოპარულ ნივთებს შორის იყო ქუდის სამაგრი, რომელსაც 15 დიდი და 100-მდე პატარა ბრილიანტი ჰქონდა, ასევე ხმალი და სამაგრი, რომელიც 800-ზე მეტი ბრილიანტით იყო შემკული.