1732386875
ნახეთ, რა ვერდიქტი გამოუტანეს ორ ქართველს კრიმინალური „გენერლის“ მკვლელობისთვის – ვინ არის მკვლელობის შემკვეთი, მეტსახელად „მახო“
მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ცნობილი „კანონიერი ქურდის“, ვიაჩესლავ ივანკოვის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადეს. დანაშაულში ბრალდებული ქართველების მიმართ მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი დაადგინეს. პატიმრობაში მყოფ ჯამბულატ ჯანაშიას და მურთაზ შადანიას კონკრეტულ წლებს და საბოლოო სასჯელის ზომას მოსამართლე განუსაზღვრავს. ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი ერთხმად მიიღეს.
ორივეს ბრალი ედებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ ვიაჩესლავ ივანკოვის (იაპონჩიკის) მკვლელობა.
ვიაჩესლავ ივანკოვი 2009 წლის 28 ივლისს, საღამოს 8 საათზე, ტაილანდური რესტორნის გასასვლელში, მოსკოვის გზატკეცილზე მოკლეს. დანაშაული დიდი ხნის განმავლობაში გაუხსნელი რჩებოდა.
გამოძიების ცნობით, მკვლელობის შემკვეთი იყო ქართველი „კანონიერი ქურდი“ ილია სიმონია, მეტსახელად „მახო“, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო კონფლიქტში იაპონჩიკთან.
როგორც საქმეშია ნათქვამი, „მახომ“ შეკრიბა კრიმინალების ჯგუფი აფხაზეთიდან, რომლებმაც სოლიდური ფულის სანაცვლოდ განახორციელეს ვიაჩესლავ ივანკოვის ლიკვიდაცია.
გამოძიება თვლის, რომ დანაშაულში ჯამბულატ ჯანაშიას და მურთაზ შადანიას გარდა, ასევე მონაწილეობდნენ კახა გაზაევი, ნუგზარ პაპავა და ასტამურ ბუთბა.