გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
1695918300
რუსთავში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩებზე, გზის საფარს და მიწისქვეშა კომუნიკაციების აღდგენა- რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან, „რუსთავის წყალის“, „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და „სოკარის“, ასევე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
„ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომელიც ოთხი ქუჩის რეაბილიტაციას გულისხმობს. მოეწყობა გზის ახალი საფარი, მწვანე სივრცეები, გარე განათება და მთლიანად გამოიცვლება სანიაღვრე სისტემა. პროექტი 3 მილიონ 600 ათას ლარზე მეტს შეადგენს და ძალიან მალე ეს ტერიტორია იქნება კიდევ უფრო ლამაზი და კეთილმოწყობილი“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
გზის საფარის დაგებამდე, სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კომპანია „რუსთავის წყალმა“ უკვე დაასრულა სამუშაოები, შეიცვალა მილსადენი და დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების ჩამკეტები, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ კი ძირითად სამუშაოები უკვე შეასრულა. აღნიშნულ ქუჩებზე კომპანია „სოკარი“ მთლიანად განაახლებს გაზსადენის ქსელს.
9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩებზე, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები, მწვანე სივრცეები, გარე განათების ქსელი და სანიაღვრე სისტემა. სამუშაოების ღირებულება 3 698 976 ლარს შეადგენს.