გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
რუსთავში აქტიურად მიმდინარეობს გარდამავალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც 2023 წელს უნდა დასრულდეს.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
ქალაქის მერი, მონიტორინგის მიზნით, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გონაშვილის, დოლიძისა და ჩოხელის ქუჩებზე, ასევე მეგობრობის გამზირზე, მოქალაქეთა მომსახურების ახალ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია.
,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ადგილზე გაცნობა და მონიტორინგს, სისტემატურად ვახორციელებთ. აქტიურად მიმდინარეობს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მშენებლობა, რომელიც მალე დასრულდება და მოგვცემს საშუალებას, მოქალაქეებზე კიდევ უფრო ორიენტირებული, სწრაფი და ეფექტური სერვისები განვახორციელოთ. ასევე მიმდინარეობს გონაშვილის, დოლიძისა და ჩოხელის ქუჩების მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია. ეს მოსახლეობის ძალიან დიდი ხნის თხოვნა იყო. აღნიშნულ ქუჩებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და ძალიან მალე, ბეტონის საფარს დაგებაც დაიწყება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
გონაშვილის, დოლიძისა და ჩოხელის ქუჩების მიმდებარედ, პროექტით გათვალისწინებულია ბორდიურების, სანიაღვრე სისტემის მოწყობა და ბეტონის საფარის დაგება.
მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, კი მეგობრობის გამზირზე, მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრი შენდება. მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მერიამ რეფორმა, მიმდინარე წელს დაიწყო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი,
ყველა სერვისის ერთ სივრცეში მოქცევა და მოქალაქეებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაა.