საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი
1733169284
დეზოდორანტი ნამდვილი დამხმარეა ოფლის უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ რაღაც ყოველთვის უნდა შეიწიროს, მაგალითად, ტანსაცმელი. ის გადასაგდები ხდება, თუ მასზე ლაქებია. გარდა ამისა, მათი მოცილება ძალიან რთულია. ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილი იშვიათად აკეთებს საქმეს, იქნება ეს ხელით რეცხვა თუ მანქანით. მაგრამ არსებობს საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ ეფექტიანად მოაშოროთ დეზოდორანტის ლაქები ტანსაცმლიდან.
ლიმონის წვენი
ეს შესანიშნავი საშუალებაა ახალი, არა გამომშრალი ლაქებისთვის. თუმცა, ნაყოფის მჟავიანობა შეიძლება საშიში იყოს ზოგიერთი ქსოვილისთვის, განსაკუთრებით შავი და სხვა მუქი ტანისამოსისთვის. ამიტომ, დასაწყისისთვის, ლიმონის წვენი უნდა დაასხათ შეუმჩნეველ ადგილას, რათა შეამოწმოთ მისი გავლენა ბოჭკოებზე და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ ყველაფერი კარგადაა, გააგრძელოთ იღლიის მიდამოს დამუშავება.
ამისათვის გაჭერით ლიმონი შუაზე და დააწურეთ ნახევარი ციტრუსის წვენი ლაქაზე. 10 წუთის შემდეგ, ამორეცხეთ ნივთი წყლის ქვეშ, ჩვეული წესით.
ნეილონის კოლჰოტი
ცოტას სმენია ამ მეთოდის შესახებ, მაგრამ ძალიან საინტერესოა, რადგან ტანსაცმლის დასველებაც კი არ გჭირდებათ. საკმარისია აიღოთ ძველი ნეილონის კოლჰოტი და კარგად გაუსვათ ლაქაზე.
სარეცხის საპონი
დაგჭირდებათ საპნის მცირე ნარჩენი, გასახეხად და ჩვეულებრივი ქსოვილი. დეზოდორანტით დალაქულ ადგილს სარეცხი საპონი შეიზილეთ და ნივთი წყალში ჩადეთ, რომელშიც საპნის გახეხილი ნარჩენია გახსნილი. ამორეცხეთ ტანსაცმელი ნახევარი საათის შემდეგ.
სარეცხი სითხე
ყველა ჭურჭლის სარეცხი საშუალება არ არის შესაფერისი - მხოლოდ ის, რომელიც შეიცავს გლიცერინს. ის ეფექტიანად ებრძვის როგორც დეზოდორანტის კვალს, ასევე თავად ოფლის ლაქებს. უბრალოდ გარეცხვის წინ წაუსვით ტანისამოსს სქელი ფენა და გააჩერეთ ერთი საათით.
ასპირინი
ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა), რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში, შესანიშნავი საშუალებაა დეზოდორანტის ლაქებისთვის. აიღეთ 2 აბი და წყალში გახსენით. საკმარისია 70 მლ სითხე. მოათავსეთ დაბინძურებული ადგილი ასპირინიან წყალში. შეგიძლიათ, დამატებით შეაზილოთ ლაქას ძველი კბილის ჯაგრისით. შემდეგ დატოვეთ ნივთი ხსნარში რამდენიმე საათის განმავლობაში.
ძმარი
ჩვეულებრივ სუფრის ძმარს შეუძლია მოაშოროს როგორც ოფლის ყვითელი ლაქები, ასევე თეთრი ლაქები ანტიპერსპირანტისგან. დაასველეთ ჩვეულებრივი კოსმეტიკური ბამბის საფენი ძმარში და გაასუფთავეთ ლაქა. საკმარისია, გააჩეროთ 10 წუთი და გამორეცხოთ თბილი წყლით. მაგრამ ფრთხილად იყავით: ძმარმა შეიძლება გააფუჭოს თეთრი ტანსაცმელი.