1745397302
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს იწყება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს, 10:00 საათზე იწყება. კანდიდატებთან გასაუბრება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარეობა სურთ: თამაზ ფოლადაშვილს, თენგიზ თევზაძეს, გიორგი შაიშმელაშვილს და გიორგი კალანდარიშვილს. ხოლო ცესკოს წევრობის მსურველები არიან: ქრისტინე ქაჯაია; ლევან ისაკაძე; ციალა შავაძე; რუსუდან მუმლაძე-ავალიანი; მამუკა ხოლეგაშვილი; მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.