შალვა პაპუაშვილი რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„გულწრფელად ვულოცავ რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას! მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას მაშინ, როდესაც ჩვენ აყვავებულ და მშვიდობიან ევროპას ვაშენებთ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტად რობერტა მეცოლა აირჩიეს.