სალომე ზურაბიშვილი დღეს გამოკვეთილად გვევლინება ოპოზიციის მხარდამჭერად. ეს მისი არჩევანი იყო - ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან სალომე ზურაბიშვილზე დასმულ კითხვას მოკლედ უპასუხა. ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ როგორ აფასებს ის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს.

„სალომე ზურაბიშვილი დღეს გამოკვეთილად გვევლინება ოპოზიციის მხარდამჭერად. ეს მისი არჩევანი იყო“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდა ცნობილი.