სახელწოდება “შავ სიებთან“ დაკავშირებით, მე უფრო ფრთხილი ვიქნებოდი - ხატია დეკანოიძე

დეკანოიძე

"სახელწოდება “შავ სიებთან“ დაკავშირებით მე უფრო ფრთხილი ვიქნებოდი. ზოგადად, აღნიშნული ინიციატივა დასავლური ქვეყნებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

“ეს დემოკრატიული ქვეყნებისთვის ახალი მოცემულობა არ არის. ძალიან ხშირ შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება გვაჩვენებს, რომ დასავლურ სამყაროს, იგივე აშშ-ს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ასეთი პირების, მათ შორის, მოსამართლეების და სხვა სამართლებრივი უწყების წარმომადგენლების ვინაობა დაუდგენია და მათთვის სანქციები დაუწესებია. ეს არაფერ სიახლეს არ წარმოადგენს. საქართველოში მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ადამიანის უფლებები აქტიურად ირღვევა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.