რა აუცილებელი იყო ამ კანონპროექტით ამ ვნებათაღელვის გამოწვევა? - ვიქტორ ყიფიანი

ვიქტორ ყიფიანი

ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, ქვეყნის რეპუტაციული სიჯანსაღე არის მნიშვნელოვანი და პოლიტიკოსებმა უნდა შეძლონ პარტიული და ქვეყნის მიზნების გამიჯვნა. ამის შესახებ მან რადიო „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს კანონპროექტი, სამართლებრივი კუთხით პრობლემას არ ქმნიდა და არავის „არ ზღუდავდა.“ ექსპრემიერის უფლებადამცველის შეფასებით, კონტექსტი უკეთ უნდა აეხსნათ როგორც დასავლელი პარტნიორებისთვის, ისე – მოსახლეობისთვის.

„რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიცირება? თუ ამ კანონპროექტით არანაირი საგნობრივი, ხელშესახები შედეგი არ მიიღწევა, მით უმეტეს, რატომ იყო აუცილებელი ამ კანონპროექტის ინიცირებით ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?

  თუ საუბარია გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმებით არსებულ კანონმდებლობაში, ვთქვათ, გარკვეული დამატებებისა და გარკვეული ცვლილებების შეტანის გზით.

ახლა, ამ ვითარებაში, როდესაც ცალკე კანონპროექტის შემუშავება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დააზიანებდა იმ პროცესს, რასაც პოლიტიკური ევროპისკენ სვლა ჰქვია, მოტივაცია, კონტექსტი, რეალურად რას ისახავდა ეს პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, თუ რაიმე არის რაც ჩვენ არ ვიცით, მაშინ ეს უკეთ უნდა აეხსნათ“, – აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.