ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს - 22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია
1734862563
"ქვეყანაში არიან რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფებები, რომლებსაც არ უნდათ ამ ქვეყნის დამშვიდება", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ნული ინტერესი, რომ ქვეყანაში იყოს დაძაბული და რადიკალიზებული გარემო. საერთოდ ტერმინი პოლარიზაცია და დეპოლარიზაცია აბსურდად მიმაჩნია. პრობლემა პოლარიზაციაში კი არ არის, ანუ იმაში, რომ არსებობს განსხვავებული, თუნდაც რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები პოლიტიკურ პარტიებს შორის, პრობლემა არის რადიკალიზმში. ქვეყანაში არიან რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფებები, რომლებსაც არ უნდათ ამ ქვეყნის დამშვიდება. არა მარტო ობიექტურად სუბიექტურადაც მმართველი ძალა ნებისმიერ ქვეყანაში დაინტერესებულია იმით, რომ იყოს სიმშვიდე. მმართველ ძალას არაფერში არ აწყობს არეულობა. თავის თავის მტერი ხომ არა არის? ქვეყნის ინტერესებზე რომ აღარ ვისაუბროთ, სუბიექტურადაც არ აწყობს მმართველ ძალას, რომ ქვეყანაში იყოს დაძაბული პოლიტიკური გარემო და იყოს ხალხისთვის მოსაბეზრებელი მუდმივი სიტყვიერი თუ სხვა სახის დაპირისპირება. არაფერში არ გვაწყობს რადიკალიზმი, მაგრამ არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რადგან მხოლოდ რადიკალიზმში ხედავენ ისინი საკუთარი გადარჩენის შანს. გარდა ამისა, არიან საკუთარი წარსულის მძევლები. იმედი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ ისეთი განცდა აქვთ, რომ რადიკალიზმის გარეშე აუცილებლად წარუმატებლები იქნებიან. ეს უბიძგებს მათ რადიკალიზმისკენ, რაზეც ჩვენ გვიწევს პასუხის გაცემა და საბოლოო ჯამში ეს იწვევს დაძაბულობას. თუ რადიკალიზმი არ იქნება მათი მხრიდან ყველაფერი დასრულდება. არ იქნება არავითარი ე.წ. პოლარიზაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.