1727944755
მინდა, ოდესაში დავბრუნდე, დავტკბე ზღვის ხედით... - მიხეილ სააკაშვილი
"მინდა, ოდესაში დავბრუნდე, დავტკბე ზღვის ხედით და გავუმასპინძლდე მეგობრებს", - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "უკრაინსკაია პრავდასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ომი დასრულდება რუსეთის სრული დამარცხებით და დაშლით. გამარჯვების კონკრეტული პარამეტრები კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩამოაყალიბა. თუ გამარჯვებმდე ცოცხალი დავრჩი (მჯერა, ეს რამდენიმე თვეში მოხდება), მინდა ოდესაში დავბრუნდე - დავტკბე ზღვის ხედით და გავუმასპინძლდე მეგობრებს",- განაცხადა სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ "უკრაინულმა პრავდამ" სააკაშვილს 2 კვირის წინ კითხვები გადაუგზავნა, რასაც მან წერილობითი პასუხები გასცა.