„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გორსა და გარდაბანში მიმდინარეობს

კონცერტი

მუსიკოსები „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად - საქართველოს რეგიონებში მმართველი პარტიის მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება.

მშვიდობას, რომ ალტერნატივა არ აქვს, ეს დღეს გორსა და გარდაბანში თქვეს, სადაც ღონისძიება მიმდინარეობს.

კონცერტში მონაწილეობას იღებენ: „თეატრალური კვარტეტი“, ნუცა ბუზალაძე, „ქუჩის ბიჭები“, „NEW ONE“, ნინუცა ბედიაშვილი.

ღონისძიების მონაწილეების თქმით, ისინი იზიარებენ „ქართული ოცნების“ მთავარ გზავნილს - ღირსებით ევროპისკენ!