მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
ანალიტიკოსი გია აბაშიძე პეტრო პოროშენკოს უკრაინაში დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
როგორც ანალიტიკოსი წერს, მაშინ როცა პოროშენკოს მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაინც პასუხისმგებლობით მოეკიდა სამშობლოში დაბრუნების ამბავს და ღიად ჩაბარდა სამართალდამცველებს, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისგან, რომელიც დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
„უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კიევში ჩაფრინდა, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მან მშვენივრად იცოდა თუ რა ელოდებოდა და წინასწარ დააანონსა მგზავრობის დეტალები. პოროშენკო მოიქცა ისე, როგორც შეეფერება პასუხისმგებელიან ადამიანს. სადმე კონტეინერში ლაჩრულად კი არ დამალულა, ღიად გადაკვეთა საზღვარი და ჩაბარდა სამართალდამცველებს. ამასობაში, ჩვენი მხდალი ტუსაღი ექს-პრეზიდენტი უტიფრად ითხოვს მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას. უტიფარიც კი ბოლომდე ვერ აღწერს სააკაშვილის ქმედებებს,“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.