პოროშენკოც დაბრუნდა და სასამართლო პროცესზე უწევს ყოფნა, ოღონდ, რამხელა განსხვავებაა სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის - მას არც თავისი ქვეყნის მოქალაქეობაზე უთქვამს უარი, და არც არსაიდან შეპარულა მის ქვეყანაში - ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პოროშენკოს დაბრუნების გზებს ერთმანეთს ადარებს და წერს, რომ მათ შორის დიდი განსხვავებაა.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სააკაშვილი სავსებით სამართლიანად საპატიმროში ამთავრებს თავის პოლიტიკურ კარიერას.

,,მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, თავს უფლებას არ მივცემ თუნდაც აქედან ჩავერიო მათ შინაურ საქმეებში ცალკეული მოსაზრებები გამოვთქვა, დაე, მათ თვითონ გადაწყვიტონ ის, რაც სამართლიანია და მისაღები მათივე სახელმწიფო ინტერესებისთვის. თუმცა ერთი რამე, რომ არ აღვნიშნოთ არაფრით არ შეიძლება:

პოროშენკოც დაბრუნდა, ისიც ყოფილი პრეზიდენტია და მასაც სასამართლო პროცესზე უწევს ყოფნა, მსჯავრის გამოტანამდე, ოღონდ, რამხელა განსხვავებაა სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის, მას არც თავის ქვეყნის, უკრაინის მოქალაქეობაზე უთქვამს უარი, და არც არსაიდან არ შეპარულა მის ქვეყანაში - ოფიციალურად ბილეთი აიღო და ჩაფრინდა, და სასამართლოშიც თავის ფეხით მივიდა, დანარჩენი კი კიდევ ერთხელ ვიმეორებ მათი შინაური საქმეა.

რაც შეეხება სააკაშვილს, ჯერ გავიხსენოთ, თუ როგორ თქვა უარი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე, როგორ შემოიპარა, არაჟნების კონტეინერთან ერთად, და რა სამარცხვინო სანახაობები მოაწყო, ხან „50 დღიანი შიმშილობები“, ხან „გულის წასვლები,“ თან მისმა ტელევიზიებმა რა სიამაყით აცნობეს საზოგადოებას ხან მისი დიარეას და ხანაც ვერ მოშარდვის ამბები, იმაზე აღარაფერს ვამბობ, თუ რა რევოლუციურ და არეულობის გეგმებს აგზავნის საპატიმროდან, სასამართლო პროცესზე მის გამოსვლებზე კი აბა რა უნდა ვთქვათ, ხან ცოლყოფილის სანდრას დაპატიმრებას ითხოვს ხანაც კი ზვიად გამსახურდიას.

ერთი კი ფაქტია, რომ თავის დროზე პრეზიდენტი აბსოლუტურად გაკოტრებული, სავსებით სამართლიანად საპატიმროში ამთავრებს თავის პოლიტიკურ კარიერას“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.